ქვეყანაში ჟურნალისტების ოპერირება საშიში გახდა - გიგაური გაეროს სკანდალურ დოკუმენტზე

13.03.24 15:55
ქვეყანაში ჟურნალისტების ოპერირება საშიში გახდა - გიგაური გაეროს სკანდალურ დოკუმენტზე

შურისძიება მარტის აქციების მონაწილეებზე და დაუცველი ადვოკატები - მესამე სექტორი, რომლებიც გაეროს სპეციალურ წარმომადგენლებს პირადად ხვდებოდნენ, ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ სკანდალურ დოკუმენტს ეხმაურებიან.

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოსთვის" დირექტორი იმ კონკრეტულ გარემოებებს ასახელებს, რომლის საფუძველზეც სტრატეგიულმა პარტნიორებმა საგანგაშო დოკუმენტი შექმნეს.

კერძოდ, ეკა გიგაური ყურადღებას ამახვილებს ქვეყანაში კრიტიკულ მედიასთან დაკავშირებულ პრობლემებზე და "პირველებთან" აცხადებს, რომ ხელისუფლება ძალადობრივი გზებით ჟურნალისტებს საკუთარი უფლებამოვალეობის შესრულებაში უშლის ხელს.

გაეროს ადამიანის უფლებების საბჭოს სხდომაზე განიხილავენ საქართველოში მედიის და არასამთავრობო ორგანიზაციების მდგომარეობას. რა თქმა უნდა, ეს ნიშნავს იმას, რომ არის ძალიან სერიოზული პრობლემები. ფაქტობრივად, საშიში გახდა კრიტიკული მედიის წარმომადგენლებისთვის ოპერირება ამ ქვეყანაში და გვქონია ძალიან ბევრი შემთხვევა, როდესაც მედიებს ფიზიკურად გაუსწორდნენ ადამიანები. როდესაც ხელისუფლება ამას შვრება, ეს მიუთითებს იმაზე, რომ მათი მხრიდან დემოკრატიაზე საუბარი სასაცილოა", - ამბობს გიგაური.

ასევე ნახეთ:

ე.წ. ტრენინგების საქმე, რომელიც უსაფრთხოების სამსახურმა "სახელმწიფო გადატრიალებად" გაასაღა, გაეროს უმწვავეს ანგარიშში მოხვდა - გავლენიანი საერთაშორისო ორგანიზაცია სუს-ს ამ საქმის სასამართლოში განხილვის დაწყებას, მტკიცებულებების გასაჯაროებას ან/და საქმის დახურვას სთხოვს.

გაეროს სპეციალური წარმომადგენელი, რომელიც საქართველოში 2023 წლის ოქტომბერ-ნოემბერში იმყოფებოდა, ვარაუდობს, რომ საქმე სუს-მა ე.წ. რუსულ კანონზე შურისძიებისთვის გამოიგონა და ფორმალური ძიებაც კონკრეტული ჯგუფების დისკრედიტაციისთვის დაიწყო.

საგანგაშო დოკუმენტში საუბარია საქართველოში ადამიანის უფლებების უხეში დარღვევის მწვავე ფაქტებზე და ირკვევა, რომ პირები, რომლებმაც სხვისი უფლებები უნდა დაიცვან, ქვეყანაში თავს უსაფრთხოდ ვერ გრძნობენ.

მსგავსი სიახლეები