უპასუხისმგებლო პრემიერი, ზუსტად ისეთივე ბნელი, როგორც ეს ველური ხალხი - თაბაგარი

05.07.21 11:52
უპასუხისმგებლო პრემიერი, ზუსტად ისეთივე ბნელი, როგორც ეს ველური ხალხი - თაბაგარი

თბილისი პრაიდის დირექტორი, გიორგი თაბაგარი, პრემიერის განცხადებას ეხმაურება, და ღარიბაშვილს "უპასუხისმგებლო" პრემიერს უწოდებს.

ნაცობა დაგვაბრალა ღარიბაშვილმა. ყოვლად უპასუხისმგებლო პრემიერ მინისტრი გვყავს. ზუსტად ისეთივე ბნელი, როგორც ეს ველური ხალხი, კარვებს რომ გლეჯენ ახლა!"- წერს თაბაგარი. 

პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ღირსების მარშის უკან ოპოზიცია დგას.

ოპოზიცია, სააკაშვილის მეთაურობით, უკეთებს მარშს ორგანიზებას - თქვა სპეციალურ ბრიფინგზე ღარიბაშვილმა. 

ამასთან, ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ დღეს დაგეგმილი ღირსების მარში "მიზანშეუწონელი" და საფრთხისშემცველია.