ვეტინგზე უარით, ივანიშვილი ევროკავშირს ეუბნება, რომ მისთვის მურუსიძე უფრო მნიშვნელოვანია - სამადაშვილი
"ლელოს" ერთ-ერთი ლიდერის, სალომე სამადაშვილის განცხადებით, ვეტინგზე უარის თქმით, ბიძინა ივანიშვილი ევროკავშირს ეუბნება, რომ მისთვის მოსამართლე ლევან მურუსიძე უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ქართველი ხალხის მომავალი ევროკავშირში.
სამადაშვილი ამბობს, რომ სანამ ჩვენს ქვეყანაში ხელისუფლება არ შეიცვლება, მანამდე საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების არანაირი შანსი არ არსებობს.
სასამართლო სისტემის რეფორმის გარეშე ჩვენთან ევროკავშირი არანაირ გაწევრიანებაზე მოლაპარაკებებს არ დაიწყებს და ბიძინა ივანიშვილი როდესაც ვეტინგზე ეუბნება ევროკავშირს უარს, ამით ქართველ ხალხს ეუბნება, რომ მურუსიძე მისთვის უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ქართველი ხალხის მომავალი ევროკავშირში. ამიტომ ვამბობთ ჩვენ, რომ სანამ ამ ხელისუფლებას არ შევცვლით, არანაირი შანსი საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების არ ექნება", - ამბობს სალომე სამადაშვილი.
ხუთი არასამთავრობო ორგანიზაცია განცხადებას აქვეყნებს და აცხადებს, ხელისუფლება „კლანის“ წევრების კეთილსინდისიერების შემოწმებაზე უარით ევროინტეგრაციის პროცესს აფერხებს.
არასამტავრობოები აცხადებენ, რომ ხელისუფლებამ დროულად უნდა აღიაროს სასამართლო სისტემაში არსებული პრობლემები და დაიწყოს იმ ნაბიჯების გადადგმა, რომელიც ევროკომისიის მიერ დამტკიცებული 9 ნაბიჯითაა გათვალისწინებული.