როგორ აპატიეს ერთი ხელმოწერით 5 მილიონი "ოცნების" დეპუტატს - ღარიბაშვილი ახალ სკანდალში გაეხვა

13.03.24 20:00
როგორ აპატიეს ერთი ხელმოწერით 5 მილიონი "ოცნების" დეპუტატს - ღარიბაშვილი ახალ სკანდალში გაეხვა

 

ირაკლი ღარიბაშვილმა "ოცნების" დეპუტატს ბიუჯეტში 5 მილიონის გადახდა აპატია.  ექს-პრემიერის დამალული ამბავი გაცხადდა. პარლამენტარ ჩანქსელიანს ლამის დასაჭერად ქონდა საქმე, ღარიბაშვილმა კი განკარგულება გამოსცა და ერთი ხელმოწერით ბიზნესმენი დეპუტატი პრაქტიკულად ციხეს გადაარჩინა. ახლა უკვე ცხადია, რატომ მალავდა საგულდაგულოდ ღარიბაშვილი მთავრობის განკარგულებებს. ეს ერთი დოკუმენტია, რომელიც გასაჯაროვდა. ასეთი კი მთავრობის ადმინისტრაციაში კიდევ უამრავი ინახება.   

გადასახადებისგან დეპუტატის გათავისუფლება დროში ემთხვევა პარლამენტში რუსული კანონის მიღებას. მაშინ მწვანე ღილაკზე ხელი ჩანქსელიანმაც მიაჭირა, მალევე კი ღარიბაშვილმა საბიუჯეტო დავალიანება ჩამოაწერა. დეპუტატის საქმიანობაში ეს ერთადერთი  სავარაუდო დანაშაული არ არის.  ირკვევა, რომ მას ბიზნეს წილები არ გაუსხვისებია, რაც პირდაპირი  საფუძველია, რომ დეპუტატს პარლამენტარის მანდატი დაატოვებინონ. თუმცა ბიძინა ივანიშვილის  გარემოცვასთან დაახლოებული დეპუტატზე ეს შეზღუდვები არ ვრცელდება.

დეტალები ნახეთ, ლიკა ჯანყარაშვილის რეპორტაჟში.

მსგავსი სიახლეები