დარაბებს მიღმა კაბინეტია - პაპუაშვილის გამოცხადებული თვითიზოლაცია

13.03.24 20:45
დარაბებს მიღმა კაბინეტია - პაპუაშვილის გამოცხადებული თვითიზოლაცია

 

დარაბებს მიღმა შალვა პაპუაშვილის კაბინეტია - პარლამენტის თავმჯდომარემ თვითიზოლაცია გადაწყვიტა. ირაკლი ღარიბაშვილის შემდეგ, შალვა პაპუაშვილმა გადაწყვიტა, მისი სამუშაო სივრცე ღობეებით გადაეკეტა. სპიკერი ზედმეტად რომ არ შეაწუხონ, პაპუაშვილის კაბინეტამდე მისასვლელი დერეფანი ხის დარაბებით გადაღობეს. "ოცნების" დეპუტატებს დღეს უჭირდათ ახსნა მოეძებნათ ამ გადაწყვეტილებისთვის და სხვადასხვა არგუმენტებს იშველიებდნენ, თუმცა ფაქტია, რომ დღეიდან მედიის კამერა ვეღარ დააფიქსირებს, თუ ვინ შედის პარლამენტის თავმჯდომარესთან.

ვრცლად ნახეთ ხატია სამხარაძის რეპორტაჟში.

მსგავსი სიახლეები