იწყება თუ არა ოპოზიციაში დიდი გადაჯგუფება - კონსულტაციები აქტიურ ფაზაში გადავიდა
იწყება თუ არა ოპოზიციაში დიდი გადაჯგუფება - კონსულტაციები უკვე აქტიურ ფაზაშია, თუმცა რეალური გაერთიანების ნიშნები ჯერ არ ჩანს. ახლა მთავარი კითხვაა, შეძლებენ თუ არა მცირე პარტიები საერთო შეხების წერტილების გამონახვას. ბარიერს მიღმა დარჩენილი პარტიების ხმები "ოცნების" ყულაბაში წავა, ამიტომ ოპოზიციისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ისეთი პოლიტიკური ცენტრების შექმნა, რომელიც ოპოზიციური ამომრჩევლის ხმების დაკარგვას მინიმუმამდე დაიყვანს.
ეს კი "ქართული ოცნებისთვის" დიდი რისკია. როგორც ჩანს, ხელისუფლებაში რეალურად ხედავენ ოპოზიციის გადაჯგუფების შანსებს და ამიტომ ოპონენტების დისკრედიტაციის კამპანია დღითიდღე ძლიერდება. "რადიკალები და ურეიტინგოები" - ეს არის ხელისუფლების მთავარი გზავნილი. ახლა "ოცნება" ცდილობს საზოგადოება დაარწმუნოს, რომ მთელი ოპოზიცია ერთი პარტიის დანაყოფია და ახალი გაერთიანებები გადამწყვეტ არჩევნებში არა თუ კონკურენციას გაუწევენ, არამედ საერთოდ ბარიერს მიღმა დარჩებიან.
ვრცლად ნახეთ რუსუდან დუმბაძის რეპორტაჟში.