როინ შავაძის საქმის ჩაფარცხავში მხილებული მაღალჩინოსნები დაუსჯელები არიან - პროკურატურა დუმს

13.03.24 20:08
როინ შავაძის საქმის ჩაფარცხავში მხილებული მაღალჩინოსნები დაუსჯელები არიან - პროკურატურა დუმს

როინ შავაძის საქმის ჩაფარცხავში მხილებული მაღალჩინოსნები დაუსჯელები არიან. საქართველოს პროკურატურაში არ აქვთ პასუხი კითხვაზე, რატომ არ დაეკისრათ პასუხისმგებლობა მათ, ვისაც, ამ საქმის გამოძიება ჰქონდათ ჩაბარებული. ისმის კითხვა, ისარგებლეს თუ არა გავლენებით "ოცნების" დეპუტატმა რესან კონცელიძემ და საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლემ ვასილ როინიშვილმა. ირკვევა, რომ ისინი პროკურატურას არც კი გამოუკითხავს.

ჯოხი რიგით სპეცრაზმელებზე გადატყდა, რომელიც ნაფიც მსაჯულთა ვერდიქტით ციხეში გაუშვეს. მოკლული სერჟანტის ოჯახის წევრები ამბობენ, რომ სახეზეა შერჩევითი სამართალი, როცა ხელს აფარებენ ყოფილ პროკურორს და საქმის ყოფილ გამომძიებლებს, ვინც წლების განმავლობაში ყველაფერს აკეთებდნენ, რომ სერჟანტის მკვლელობაზე სიმართლის დადგენას ვერ მომხდარიყო. საქმის  გამყალბებლები კი "ოცნებამ" დააწინაურა. ერთი მოსამართლედ  გაუშვა, მეორეს კი დეპუტატის მანდატი მისცა. თანამდებობებს ისინი ამ დრომდე ინარჩუნებენ.

დეტალები ნახეთ, ანა მდივანის რეპორტაჟში.

მსგავსი სიახლეები