ახალი შტურმი პრეზიდენტზე - ევროპაში მყოფი პაპუაშვილი ევროპასაც და ზურაბიშვილსაც ერთდროულად უტევს
ევროპაში მყოფი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ევროპასაც და საქართველოს პრეზიდენტსაც ერთდროულად უტევს - პრეზიდენტის შეწყალების ბერკეტით შეშინებულ "ქართულ ოცნებას" სალომე ზურაბიშვილზე ახალი შტურმი აქვს დაწყებული. ამოცანა მარტივი გასაშიფრია - მაქსიმალური ზეწოლა პრეზიდენტზე, რათა სააკაშვილის შეწყალება არ გაბედოს. ხელისუფლებას ახალი შეთქმულების თეორია აქვს, უცხოელების დავალებით ზურაბიშვილს პოლიტიკაში ახალი მოთამაშეები შემოჰყავს.
ზურაბიშვილთან ერთად კი შვეიცარიაში მყოფი პაპუაშვილი არც ევროპელი პარტნიორების ღია კრიტიკას ერიდება. კობახიძის გაპრემიერების შემდეგ გამოცხადებული მორატორიუმი აღარ მოქმედებს. ევროპარლამენტარების რეზოლუცია მორიგი საბაბი გახდა ხელისუფლებისთვის ანტიდასავლური კამპანიის გასააქტიურებლად. ეს კი იმ დროს ხდება, როდესაც საქართველოს ევროკავშირის მოთხოვნები აქვს შესასრულებელი და ბრიუსელიც "ოცნების" ლიდერების ყველა განცხადებას გამადიდებელი შუშით აკვირდება.
ვრცლად ნახეთ ნანუკა ქაჯაიას რეპორტაჟში.