უნდა „დაბუსტონ“ ლგბტ კამპანია, თორემ ენმ-ის ფასების კამპანიამ „სახე გააძრო“ „ქოცებს - ხვიჩია
უნდა „დაბუსტონ“ ლგბტ კამპანია, თორემ ფასების კამპანიამ „სახე გააძრო“ „ქოცებს“, - ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა განუცხადა.
იაგო ხვიჩიას თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ კამპანიამ, ფასების ზრდასთან დაკავშირებით, „ქართული ოცნება“ „დაანარცხა“.
არ ვიცი რამდენი დაუჯდათ „ქოცებს“ ლგბტ კამპანია, მაგრამ ფაქტია, რომ „ნაცების“ ამ კამპანიამ (ფასების ზრდასთან დაკავშირებით) დაანარცხა ქოცები. მგონი უნდა „დაბუსტონ“ ლგბტ კამპანია, თორემ ფასების კამპანიამ სახე გააძრო ქოცებს. ახლა ველოდები, რომ 1 მილიონი ჩადონ „ქოცებმა“ ლგბტ კამპანიაში"- თქვა იაგო ხვიჩიამ.
მე მაქვს იდეა, რომ როზნერი და როშე ვაჩხუბოთ და ქართველი ხალხი დავისვენებდით. ამით შევარბილებდით ჩვენ პოლიტიკურ პოლარიზაციას და თან გავერთობოდით ჩვენი „პიარშიკების” ჩხუბით”, - განაცხადა ხვიჩიამ.