"ოცნებისთვის" კლანის მხარდაჭერა ძალაუფლების შენარჩუნების ნაწილია - აქუბარდია

14.03.24 13:15
"ოცნებისთვის" კლანის მხარდაჭერა ძალაუფლების შენარჩუნების ნაწილია - აქუბარდია

ვინ აირჩევს ქვეყნის პირველ პროკურორს? - ოპოზიციონერი დეპუტატი თეონა აქუბარდია ფიქრობს, რომ "ოცნება" დათმობაზე არ წავა, რადგან ივანიშვილის პარტიისთვის სასამართლოს მიტაცება და "კლანის" მხარდაჭერა ძალაუფლების შენარჩუნების ნაწილია.

გენერალური პროკურორი არ ყოფილა პარლამენტში, მიუხედავად ვალდებულებისა და არა ერთხელ დაგვიყენებია ოპოზიციონერ დეპუტატებს პარლამენტში ეს საკითხი. ეს მოწმობს იმ დამოკიდებულებას რაც თეორიულად საპარლამენტო რესპუბლიკაში არსებობს ამ კუთხით. ნამდვილად არ მიკვირს "ოცნების" დამოკიდებულება, რადგან მიტაცება სასამართლოსი, ისევე როგორც კლანის მხარდაჭერა არის მათთვის ძალაუფლების შენარჩუნების ნაწილი", - ამბობს აქუბარდია.

იმისთვის რომ გენერალურ პროკურორთან ნეიტრალიტეტის შესახებ კითხვები არ არსებობდეს, "საერთაშორისო გამჭირვალობაში" ფიქრობეენ რომ მისი არჩევა ოპოზიციას ჩართულობით უნდა მოხდეს. ანუ 76 დეპუტატის ხმის ნაცვლად, საჭირო იქნება 90 კანონმდებელის ხმა. ამ შემთხვევაში, "ოცნებას" ყველა ბერკეტი ხელიდან გამოეცლება და ხელისუფლებისთვის სასურველ ადამიანს უმნიშვნელოვანეს უწყებას ვეღარ ჩააბარებენ.

მსგავსი სიახლეები