დღევანდელი განცხადებით პრემიერმა ცეცხლზე ნავთი დაასხა - ეკა გიგაური

05.07.21 12:57
დღევანდელი განცხადებით პრემიერმა ცეცხლზე ნავთი დაასხა - ეკა გიგაური

საერთაშოერისო გამჭვირვალობა-საქართველოს თავმხჯდომარე ამბობს, რომ პრემიერმა თავისი განცხადებით ნავთზე ცეცხლი დაასხა და მოძალადეები წაახალისა. 

ეს ყველაფერი არის ლოგიკური გაგრძელება იმის, რასაც ჩენ ქვეყანაში ვუყურებთ, ეს არის პრემიერ ღარიბაშვილის პირდაპირი პასუხისმგებლობა, ის თავისი განაცხადებებით ახალისებდა ამ ძალაობრიდ ბრბოს და დღევანდელი განცხადებით ცეცხლზე ნავთი დაასხა. ის, რომ პოლიცია საკმარისად არ არის მობილიზებული, ესეც პრობლემაა, მაგრამ როგორც ჩანს, ეს არის კოორდინირებული, - ამბობს გიგაური.

ეკა გიგაური ასევე, მოძალადეების მხრიდან ჟურნალისტებზე თავდასხმას ეხმიანება და პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს. 

ჟურნალისტებზე თავდასხმა არ ისჯება და ეს არის ჩვენი მთავრობის პოლიტიკური გადაწყვეტილება. მოვუწოდებთ, კიდევ ერთხელ მთავრობას, რომ დაფიქრდნენ, რასაც აკეთებენ, - აცხადებს ეკა გიგაური.