"აზრზე არ ხარ", "მოგაკუმინებ პირს", "მატყუარა" - მწვავე დაპირისპირება გეგელია-სიჭინავას შორის (ვიდეო)
„ნუ ყვირი“, „ჭორვილიზაციის პარტია ხართ,“ – მწვავე დაპირისპირება „დღის ამბებში“ - ერთმანეთს „ლელოს“ წევრი გრიგოლ გეგელია და „საქართველოსთვის“ წევრი ბერდია სიჭინავა დაუპირისპირდნენ.
ერთმანეთს ოპოზიციური პარტიების წევრები პარტიების პროგრამებზე საუბრის დროს დაუპირისპირდნენ, ურთიერთბრალდებები ისმოდა მათ შორის დიდ დიღომში მეტროს გაყვანასა და ანაკლიის პორტის ჩავარდნილ პროექტზე.
თქვენ ხართ ჩვეულებრივი ქოცები, თქვენ ხართ 41 ნომერი და ისეთი დაბალი რეიტინგი გაქვთ, სჯობია, უკან დაუბრუნდეთ დედა ბიძინას, სამარცხვინოდ იქცევით.
დიდ დიღომში მეტრო კი არა, ამ ქვეყნის ისტორიაში უდიდესი გეოპოლიტიკური პროექტი ჩაშალა გიორგი გახარიამ, 20 ათასი ადამიანი უნდა დასაქმებულიყო, დიდ დიღომში მეტროს გავიყვანთო, ეს არის დიდი პროექტიო, საზოგადოება გაგცემთ მაგაზე საკადრის პასუხს,“ - მიმართა გეგელიამ სიჭინავას.
ბოლოს როდის იყავით ანაკლიაში შენ ან ხაზარაძე?... აზრზე არ ხართ. ზრდილობა უნდა გასწავლო, ძალიან ცუდად იქცევი. პირს მოგაკუმინებ ახლა სამუდამოდ. ფარისეველი ხარ, მემარცხენე ხარ, რა ტყეების გაყიდვა? ტყე აუქციონზე გასხვისდა 2022 წელს და შენ ხარ მატყუარა,“ - მიმართა სიჭინავამ გეგელიას.