პასუხისმგებლობა პრემიერს ეკისრება, მოძალადე ჯგუფებს მწვანე შუქი აუნთო - "სირცხვილია" განცხადებას ავრცელებს

05.07.21 13:09
 პასუხისმგებლობა პრემიერს ეკისრება, მოძალადე ჯგუფებს მწვანე შუქი აუნთო - "სირცხვილია" განცხადებას ავრცელებს

სამოქალაქო მოძრაობა "სირცხვილია" ორგანიზაციის ოფისის დარბევასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.  მათი ინფორმაციით,  ოფისზე თავდასხმის დროს მათი წევრები არ დაშავებულან.

სირცხვილია წერს, რომ აგრესიაზე პასუხისგმებლობა პრემიერმინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს ეკისრება, რომელმც განცხადებით ძალადობრივ ჯგუფებს მწვანე შუქი აუნთო. 

მეგობრებო, მადლობა მხარდაჭერისთვის! სირცხვილიას არცერთი აქტივისტი არ დაშავებულა და ყველანი უსაფრთხოდ ვართ. ამ აგრესიაზე პასუხისმგებლობა ეკისრება პრემიერს, რომელმაც დღევანდელი განცხადებით მწვანე შუქი აუნთო მოძალადე ჯგუფებს.შსს-ს მოვუწოდებთ დაიცვას კანონი და დაუყოვნებლივ აღკვეთოს ძალადობა", - წერია განცხადებაში.