დისკრედიტაცია, მიტაცების და ჩარევის მცდელობა - კობახიძე მოსამართლეთა კეთილსინდისიერების შემოწმებაზე
„მიუღებელია ის დისკრედიტაციის კამპანია, რომელიც წარმოებს სასამართლო ხელისუფლების წინაღმდეგ ყოველგვარი არგუმენტების და დასაბუთების წინააღმდეგ, ეს არის მიტაცების, მასში ჩარევის მცდელობა, ასეთს ვერ დავუშვებთ“ - ამ განცხადებას პრემიერი ირაკლი კობახიძე მოსამარტლეთა კეთიოლსინდისიერების შემოწმებასთან დაკავშირებით საუბრისას აკეთებს.
კობახიძე ყველას, ვისაც მოსამართლეთა კეთილსინდისიერება აინტერესებს იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან ამისამართებს, რომელმაც უნდა შეამოწმოს და ამის მიხედვით გაამწესოს მოსამართლე სხვადასხვა ინსტანციაში.
გარდა ამისა, ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ „რეკომენდაცია უნდა იყოს რაციონალური, უნდა ეფუძნებოდეს კონკრეტულ არგუმენტებს“. პრემიერი ამბობს, რომ არგუმენტები და მაგალითები არ არსებობს, რომელიც მოსამართლეთა კეთილსინდისიერებას ეჭვქვეშ დააყენებს.
რაც შეეხება უზენაესის ორ მოსამართლეს, ამ ოროდან მინიმუმ ერთს აქვს კეთილსინდისიერების პრობლემა, გამომდინარე იქიდან, რომ სათანადო ვადებში არ განიხილავს საქმეებს, ზარმაცობს, თუ იქნებოდა საუბარი კეთილსინდისიერების საქმეზე, საკუთარი კეთილსინდისიერება უნდა შეემოწმებინათ.
ჩემი საქმე და არავის საქმე არ არის კეთილსინდისიერების შემოწმება.
კეთილი ინებოს ყველამ, ვისაც აქვს გარკვეული ეჭვი სამართალდარღვევებთან დაკავშირებით, მიმართონ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს... ეს არის ცარიელი საუბრები, ჩემთვის, როგორც ხელისუფლების ერთ-ერთი შტოს წარმომადგენლისთვის მიუღებელია ის დისკრედიტაციის კამპანია, რომელიც წარმოებს სასამართლო ხელისუფლების წინაღმდეგ ყოველგვარი არგუმენტების და დასაბუთების წინააღმდეგ, ეს არის მიტაცების, მასში ჩარევის მცდელობა, ასეთს ვერ დავუშვებთ ,“ - ამბობს კობახიძე.