ვინ აირჩევს ქვეყნის პირველ პროკურორს? - რას ამბობს ირაკლი კობახიძე
ვინ აირჩევს ქვეყნის პირველ პროკურორს? - ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით აბსურდულ შემოთავაზებები არსებობს.
ქვეყნის პრემიერის თქმით, აბსურდული იყო ამ საკითხთან დაკავშირებით 19 აპრილის შეთანხმებაში არსებული ჩანაწერიც და კანონპროექტი, რომელიც ამ ჩანაწერს ეფუძნებოდა და პირველი მოსმენით იქნა მიღებული, ამიტომაც კობახიძე ამ კანონის არმიღებას გეგმავს.
პრემიერი ოპონენტებს და საერთაშორისო პარტნიორებს სამართლებრივი არგუმენტების წარმოდგენისკენ მოუწოდებს.
რას შეეხება კონსტიტუციაში პროკურორთან დაკავშირებით შესატან ცვლილებებს, არის აბსურდული შემოთავაზებები ამასთან დაკავშირებით. მათ შორის იყო აბსურდული ჩანაწერი, რომელიც 19 აპრილის შეთანხმებაში შევიდა. სწორედ ამ აბსურდული ჩანაწერს ეფუძნებოდა ის კანონპროექტი, რომელიც დაინიცირდა და პირველი მოსმენით იქნა მიღებული პარლამენტში, თუმცა იმდენად აბსურდულია ეს კანონპროექტი, რომ ჩვენ ვფიქრობთ ამ კანონის არმიღებას, ეს არის ჩემი როგორც კონსტიტუციანალისტის პოზიცია.
მსოფლიოში არსად არ არის ის რეგულაცია, რომლის მიღებასაც გვთხოვენ. მთავარი საფუძველი არის აბსრურდულობა და ირაციონალურობა. კეთილის ინებოს ყველამ და სამართლებრივი არგუმენტები წარმოადგინოს.
მე პირადად არაერთი შეხვედრა მქონდა ევროკავშირის წარმომადგენლებთან, სადაც დავასაბუთე არგუმენტებით, რომ ეს კანონპროექტი არის აბსურდული, ვერავითარი კონტრარგუმენტი ვერ მოვისმინე. დაველოდებით მომავალში კონტრარგუმენტებს", - ამბობს კობახიძე.
იმისთვის რომ გენერალურ პროკურორთან ნეიტრალიტეტის შესახებ კითხვები არ არსებობდეს, "საერთაშორისო გამჭირვალობაში" ფიქრობენ, რომ მისი არჩევა ოპოზიციას ჩართულობით უნდა მოხდეს. ანუ 76 დეპუტატის ხმის ნაცვლად, საჭიროო იქნება 90 კანონმდებელის ხმა. ამ შემთხვევაში, "ოცნებას" ყველა ბერკეტი ხელიდან გამოეცლება და ხელისუფლებისთვის სასურველ ადამიანს უმნიშვნელოვანეს უწყებას ვეღარ ჩააბარებენ.