ძალადობრივი ჯგუფების უკან ხელისუფლება დგას - უდუმაშვილი
ძალადობრივი ჯგუფების უკან ხელისუფლება დგას, - ასე აფასებს ენმ-ს წევრი ზაალ უდუმაშვილი რუსთაველის გამზირზე მიმდინარე მოვლენებს.
ეს ჯგუფები, რომლებიც დღეს დათარეშობენ თბილისის ქუჩებში, ფიზიკურად უსწორდებიან ჟურნალისტებს, ოპერატორებს, ეს ხალხი პირდაპირ წაქეზებულია და მეტიც მართულია ხელისუფლების მხრიდან და ამის ნათელი დასტურია პრემიერ-მინისტრის განცხადება, სადაც პირდაპირ თქვა, პრაქტიკულად დაადასტურა ის ფაქტი, რომ ამ ჯგუფების უკან დგას ხელისუფლება, - ამბობს უდუმაშვილი.
რუსთაველის გამზირზე ძალადობრივი ჯგუფები განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩევიან. რადიკალები სიტყვიერად და ფიზიკურად უსწორდებიან ჟერნალისტებს, დამტვრეული ტვ პირველის ტექნიკა.