სამუშაო ადგილების პრობლემა ქვეყანაში - კალაძე ხალხს კვალიფიკაციას უწუნებს

14.03.24 20:30
სამუშაო ადგილების პრობლემა ქვეყანაში - კალაძე ხალხს კვალიფიკაციას უწუნებს

 

კახა კალაძე ხალხს კვალიფიკაციას უწუნებს. ოცნების გენერალური მდივანი აღიარებს, რომ ქვეყანაში უმუშევრობა არის, თუმცა უფრო მწვავედ დგას კვალიფიციური კადრების პრობლემა. ეს პასუხი "ოცნების" ლიდერმა "ლელოს" გასცა.   ოპოზიციურ პარტიაში დაადგინეს, რომ საქართველოში 200 ათასი სამუშაო ადგილი ხელისუფლების დაუდევრობის და არასწორი ეკონომიკური პოლიტიკის გამო უბრალოდ დაკარგულია.

პრობლემას აღირებს ქვეყნის პრემიერიც, თუმცა ირაკლი კობახიძე დღეს ცდილობდა დაემტკიცებინა რომ სამუშაო ადგილების რაოდენობას მთავრობა წლიდან წლამდე ზრდის. საინტერესოა სად არის ეს სამუშაო ადგილები?  ყველა ბოლო დროინდელი სტატისტიკა იმას ადასტურებს, რომ საქართველოში მდგომარეობა საგანაგაშოა და სწორედ უმუშევრობის გამო რეკორდულად ბევრი ადამიანი სხვა ქვეყანაში გაიქცა.

დეტალები ნახეთ, რუსუდან ჯაბანიშვილის რეპორტაჟში.

 

მსგავსი სიახლეები