კულტურის კომიტეტის შემაჯამებელი ანგარიში გელათის გარეშე

14.03.24 20:34
კულტურის კომიტეტის შემაჯამებელი ანგარიში გელათის გარეშე

 

კულტურის კომიტეტის შემაჯამებელი ანგარიში გელათის გარეშე. ელისო ბოლქვაძის მიერ მომზადებულ დოკუმენტში არცერთი სიტყვა არ მოხვდა საუკუნოვან ტაძარზე, რომელიც კულტურის სამინისტროს მიერ ჩატარებულმა არასწორმა სამუშაოებმა განადგურების ზღვარზე მიიყვანა. ბოლქვაძემ წულუკიანის წინააღმდეგ წასვლა როგორც ჩანს ვერ გაბედა. 

კულტურის სამინისტროს შემდეგ ტაძარში არსებულ უმძიმეს მდგომარეობაზე პასუხისმგებლობას პარლამენტიც იხსნის და ხელს საპატრიარქოსკენ იშვერს. კომიტეტის თავმჯდომარე, რომელმაც სადავო დასკვნა მოამზადა, საქართველოში არ იმყოფება. "ოცნების" სხვა დეპუტატები კი  პასუხისმგებლობისგან წულუკიანსაც ათავისუფლებენ და ამტკიცებენ, რომ დიდი ხანია მინისტრს გელათთან არაფერი ესაქმება.

მსგავსი სიახლეები