გვარამია არ გამორიცხავს „ახალში“ „ოცნების“ ყოფილი წევრები გაერთიანდნენ

14.03.24 21:52
გვარამია არ გამორიცხავს „ახალში“ „ოცნების“ ყოფილი წევრები გაერთიანდნენ

ნიკა გვარამია არ გამორიცხავს „ახალში“ „ქართული ოცნების“ ყოფილი წევრები გაწევრიანდნენ. ამის შესახებ „ახალის“ თანათავმჯდომარემ „რეაქციაში“ ისაუბრა. 
ნიკა გვარამიას თქმით, გედევან ფოფხაძის გარდა, „ახალს“ მმართველი პარტიის სხვა ყოფილი წევრებიც შეუერთდებიან.

ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი არის ცალკეულ საზოგადებრივ აზრის ლიდერებთან საუბარი, რომლებიც არიან ძალიან საინტერესოები, რომლებსაც შეუძლიათ ბევრი, ვისაც არ მოელიან პოლიტიკაში და მითუმეტეს, ჩვენს პარტიაში. სადღაც ვთქვი, რომ ყოფილი ქოცები კიდევ იქნებიან. 

ხომ უნდა მოხდეს  ასეთი რამ, რომ შევთანხმდეთ, რომ ვერ ვთანხმდებით წარსულზე და გავაგრძელოთ მოძრაობა იმით, რაზეც ვთანხმდებით. ახლა ვარჩიოთ ჩემი და გედევან ფოფხაძის წარსულში დაპირისპირებები და ვისმინო ვიღაცებისგან, რა თქვა გედევან ფოფხაძემ.

ეს არ არის არც ყოფილი ნაცების და არც ყოფილი ქოცების პარტია. ამ პარტიაში არიან და იქნებიან ყოფილი ნაცებიც და იქნებიან ყოფილი არა ნაცებიც,“ - ამბობს ნიკა გვარამია.
 

მსგავსი სიახლეები