რა გახდა "ფესვების" გზიდან გაბრუნების და პრეზიდენტის ღონისძიებაზე არდასწრების მიზეზი? - შუახევის მუნიციპალიტეტი დუმს
სალომე ზურაბიშვილი ხელისუფლებას კულტურულ ბოლშევიზმში ადანაშაულებს. ასე გამოეხმაურა პრეზიდენტი ფოლკლორული ანსამბლისთვის ორბელიანების სასახლეში დაგეგმილ ღონისძებაში მონაწილეობის შეზღუდვას. მთავარსარდალი იტყობინება, რომ აჭარიდან დედაქალაქისკენ მომავალი მოცეკვავეები გზიდან გააბრუნეს.
"პირველები" დილიდან ცდილობს გაარკვიოს, რა იყო ანსამბლის წევრების გზიდან გაბრუნების მთავარი მიზეზი, თუმცა ოფიციალური პასუხი არც "ფესვების" ქორეოგრაფისგან გვაქვს და არც მუნიციპალიტეტისგან. არაფერს ამბობენ ჯერჯერობით შუახევის კულუტურის ცენტრსა და მერიაშიც.
"პირველებმა" მხოლოდ შუახევის საკრებულოს თავმჯდომარე საუბარი მოახერხა, რომლემაც აღნიშნა, რომ კულტურული ღონისძიებები მათი უწყების პრეროგატივა არ არის.