"პოლიტიკური ტერორის გამოვლინება"- კუპრაძე "ფესვებისთვის" პრეზიდენტის ღონისძიებაზე დასწრების შეზღუდვაზე

15.03.24 11:20
"პოლიტიკური ტერორის გამოვლინება"- კუპრაძე "ფესვებისთვის" პრეზიდენტის ღონისძიებაზე დასწრების შეზღუდვაზე

ეს არის პოლიტიკური ტერორის გამოვლინება - ასე ეხმაურება ანსამბლ "ფესვების" გზიდან გაბრუნებას და პრეზიდენტის ღონისძიებაზე დასწრების შეზღუდვას "ლელოს" წევრი ირაკლი კუპრაძე.

მისი თქმით, სამარცხვინო და დამამცირებელია, როცა ხელისუფლება ასეთ წნეხს ახორციელებს კულტურის სფეროზე.

სამარცხვინო და დამამცირებელია ის, როგორ იქცევა ხელისუფლება, როგორ წნეხს ახორციელებს კულტურის სფეროზე უბრალოდ მარტივი მიზეზის გამო, რომ მათ არანაირი კომუნიკაცია და კვეთა არ ჰქონდეთ კრიტიკულად განწყობილ პოლიტიკურ აქტორებთან. იქნება ეს პრეზიდენტი, არასამთავრობოები, თუ ოპოზიციური პარტიები. ეს არის პოლიტიკური ტერორის გამოვლინება, რომელიც" ქართული ოცნების" მხირდან ბოლო დროის განმავლობაში კიდევ უფრო აქტიურად და ძალადობრივად ჩანს" , ამბობს კუპრაძე.

სალომე ზურაბიშვილი ხელისუფლებას კულტურულ ბოლშევიზმში ადანაშაულებს. ასე გამოეხმაურა პრეზიდენტი ფოლკლორული ანსამბლისთვის ორბელიანების სასახლეში დაგეგმილ ღონისძებაში მონაწილეობის შეზღუდვას. მთავარსარდალი იტყობინება, რომ აჭარიდან დედაქალაქისკენ მომავალი მოცეკვავეები გზიდან გააბრუნეს. 

"პირველები" დილიდან ცდილობს გაარკვიოს, რა იყო ანსამბლის წევრების გზიდან გაბრუნების მთავარი მიზეზი, თუმცა ოფიციალური პასუხი არც "ფესვების" ქორეოგრაფისგან გვაქვს და არც მუნიციპალიტეტისგან. არაფერს ამბობენ ჯერჯერობით შუახევის კულუტურის ცენტრსა და მერიაშიც.

"პირველებმა" მხოლოდ შუახევის საკრებულოს თავმჯდომარე საუბარი მოახერხა, რომლემაც აღნიშნა, რომ კულტურული ღონისძიებები მათი უწყების პრეროგატივა არ არის.

მსგავსი სიახლეები