მოვუწოდებთ დიპლომატიურ კორპუსს მოახდინოს უმკაცრესი რეაგირება - ბოკუჩავა

05.07.21 13:27
მოვუწოდებთ დიპლომატიურ კორპუსს მოახდინოს უმკაცრესი რეაგირება - ბოკუჩავა

ენმ-ს წევრი თინა ბოკუჩავა რუსთაველის გამზირზე ძალადობრივ მოვლენებთან დაკავშირებით დიპლომატიურ კორპუსს მიმართავს. ბოკუჩავა საერთაშორისო პარტნიორებს სასწრაფო რეაგირებისკენ მოუწოდებს. მისი თქმით, პრემიერი ადამიანის უფლებების დაცვის ნაცვლად, ძალადობას და აგრესიას ახალისებს. 

პრემიერ-მინისტრი, მთავრობის მეთაური, რომელიც უნდა იყოს ამ ქვეყანაში უსაფრთხოების, სტაბილურობის და ადამიანის უფლებების დაცვის გარანტი, პირდაპირ ახალისებს ამ ძალადობას და მოუწოდებს ძალადობრივი მოქმედებებისკენ. 
მოვუწოდებთ დიპლომატიურ კორპუსს, საქართველოს საერთაშორისო მეგობრებს, დაუყოვნებლივ მოახდინოს უმკაცრესი რეაგირება, რადგან მსგავსი დაპირისპირება და ქაოსი არის ქვეყნისთვის უკიდურესად სახიფათო, -
აცხადებს ბოკუჩავა. 

რუსთაველის გამზირზე ძალადობრივი ჯგუფები განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩევიან.  რადიკალები სიტყვიერად და ფიზიკურად უსწორდებიან ჟერნალისტებს, დამტვრეული ტვ პირველის ტექნიკა. ასევე, ძალადობრივი ჯგუფები „სირცხვილიას“ ოფისში შევარდნენ.