"ფესვები" ეროვნული გვარდიის სარდალს გამოუძახებია, სისულელეზე ნუ ჩავყვებით ზურაბიშვილს - ოდიშარია

15.03.24 11:28
"ფესვები" ეროვნული გვარდიის სარდალს გამოუძახებია, სისულელეზე ნუ ჩავყვებით ზურაბიშვილს - ოდიშარია

"ფესვები" ეროვნული გვარდიის სარდალს გამოუძახებია, სისულელეზე ნუ ჩავყვებით ზურაბიშვილს - ასე ეხმაურება "ოცნების" დეპუტატი ბექა ოდიშარია ანსამბლ "ფესვებისთვის" პრეზიდენტის ღონისძიებაზე დასწრების შეზღუდვას.

მისი თქმით, ეს ყველაფერი პრეზიდენტის მიერე დადგმული აბსურდის თეატრია.

ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი წარმოადგენდა "ნაციონალური მოძრაობის" მთავრობას საგარეო საქმეთა მინისტრის რანგში და რაც შეეხება "ფესვებს" მოძველებული ინფორმაციაა, უკვე სუს-იდან ისინი ეროვნულ გვარდიაში გადავიდნენ და გვარდიის სარდალს გამოუძახებია ისინი თვადაცვისათვის. ნუ აბსურდია რა. აბსურდის თეატრია... სისულელეზე ნუ ჩავყვებით ახლა", - ამბობს ოდიშარია.

სალომე ზურაბიშვილი ხელისუფლებას კულტურულ ბოლშევიზმში ადანაშაულებს. ასე გამოეხმაურა პრეზიდენტი ფოლკლორული ანსამბლისთვის ორბელიანების სასახლეში დაგეგმილ ღონისძებაში მონაწილეობის შეზღუდვას. მთავარსარდალი იტყობინება, რომ აჭარიდან დედაქალაქისკენ მომავალი მოცეკვავეები გზიდან გააბრუნეს. 

"პირველები" დილიდან ცდილობს გაარკვიოს, რა იყო ანსამბლის წევრების გზიდან გაბრუნების მთავარი მიზეზი, თუმცა ოფიციალური პასუხი არც "ფესვების" ქორეოგრაფისგან გვაქვს და არც მუნიციპალიტეტისგან. არაფერს ამბობენ ჯერჯერობით შუახევის კულუტურის ცენტრსა და მერიაშიც.

"პირველებმა" მხოლოდ შუახევის საკრებულოს თავმჯდომარე საუბარი მოახერხა, რომლემაც აღნიშნა, რომ კულტურული ღონისძიებები მათი უწყების პრეროგატივა არ არის.

მსგავსი სიახლეები