"მოქალაქეებს ლარ ნახევრით მეტის გადახდა უწევთ ნავთობპროდუქტში, რაც ივანიშვილის ხელისუფლების კარტელური გარიგებების გამოა გამოწვეული"- ვასო ურუშაძე

15.03.24 11:33
"მოქალაქეებს ლარ ნახევრით მეტის გადახდა უწევთ ნავთობპროდუქტში, რაც ივანიშვილის ხელისუფლების კარტელური გარიგებების გამოა გამოწვეული"- ვასო ურუშაძე

„საქართველოს მოქალაქეებს ლარ ნახევრით მეტის გადახდა უწევთ ნავთობპროდუქტში, რაც გამოწვეულია ივანიშვილის ხელისუფლების კარტელური გარიგებების, მონოპოლიის და კორუფციული ინტერესების გამო". - ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ანტიკორუფციული მიმართულების მდივანმა, ვასო ურუშაძემ განაცხადა.

ვასო ურუშაძემ დღეს ბათუმში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრთან ლევან ანთაძესთან საწვავის ფასთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა.

ვასო ურუშაძის განცხადებით - „ფაქტია, ბათუმის პორტში შემოსული ნავთობპროდუქტის თვითღირებულება ერთი ლიტრი ბენზინის არის ლარი და 65 თეთრი და ერთი ლიტრი დიზელის ღირებულება არის ლარი 77 თეთრი, ეს არის გადასახადების, დანამატების გარეშე და შემდეგ, როცა ჩვენ სარეალიზაციო ფასს ვხედავთ - სამ ლარსა და 20 თეთრში, ეს არის რეალურად დამატებული აქციზი, დღგ, კომპანიების მოგება, კორუფციული ინტერესი ივანიშვილის ხელისუფლების და დამატებითი ის კარტელური გარიგებების და მონოპოლიის შედეგად გაზრდილი ფასები, რასაც ხელისუფლება არაერთხელ თავის განცხადებებში ადასტურებს. საქართველოს მოქალაქეს უწევს ლარ ნახევრით უფრო მეტის გადახდა ნავთობ პროდუქტებში, რადგან ივანიშვილის ხელისუფლება არასწორი ეკონომიკური პოლიტიკის შედეგად, არასწორი საგადასახადო პოლიტიკის შედეგად და კორუფციული ინტერესების შედეგად უძვირებს ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს ნავთობპროდუქტს, რომელიც შემდეგ პირდაპირ აძვირებს სხვადასხვა პირველადი მოხმარების პროდუქტებს, ეს იქნება სურსათი, ტრანსპორტი, ტაქსით მომსახურების სერვისი, გადაზიდვა, დისტრიბუცია თუ სხვა. დღეს ჩვენი ეკონომიკური პრობლემები პირდაპირ არის დაკავშირებული ნავთობპროდუქტების ფასთან, აქედან გამომდინარე ახსნას ივანიშვილმა, მისმა ხელისუფლებამ, ირაკლი კობახიძემ, მდინარაძემ და სხვებმა, რატომ ემატება ნავთობპროდუქტების ღირებულებას ლარი და 50 თეთრი, როცა ბათუმის, ფოთის პორტში და საქართველოს საზღვრებთან მოსული ნავთობპროდუქტების თვითღირებულება არ აღემატება ბენზინის შემთხვევაში ლარსა და 75 თეთრს, ხოლო დიზელის შემთხვევაში ლარსა და 77 თეთრს.“ - განაცხადა ვასო ურუშაძემ.

მსგავსი სიახლეები