ჩვენი ჟურნალისტების სიცოცხლე არ არის დაცული - ვატო წერეთელი

05.07.21 14:16
ჩვენი ჟურნალისტების სიცოცხლე არ არის დაცული - ვატო წერეთელი

დამოუკიდეელი მედია საშუალებების გადაწყვეტილებით, გადამღები ჯგუფები დაძაბულობის კერებიდან გამოვლენ. ამის შესახებ განცხადებას ტვ პირველის დამფუძნებელი აკეთებს. ვატო წერეთლის თქმით, ჟურნალისტების უსაფრთხოება დაცული არ არის, რის გამოც ეს გადაწყვეტილება მიიღეს. 

არათუ ადამიანების უფლება, ჩვენი ჟურნალისტების სიცოცხლეც კი არ არის დაცული, დღეს გომელაური მხოლოდ დუგინის და ბიძინა ივანიშვილის  უსაფრთხოების დაცვით არის დაკავებული, ორი დღის უკან ჩვენი ჟურნალისტი ნინო ელიკაშვილი სასტიკად სცემეს  და სასამართლომ გირაოთი გაათავისუფლა თავდამსხმელი, დღეს რამდენი ჟურნალისტი და ოპერატორი არის სასტიკად ნაცემი თვლაც კი გვიჭირს ჩვენ. მე ვფიქრობ რომ გომელაურმა და ღარიბაშვილმა ნადირობის სეზონი გახსნა ჩვენ ჟურნალისტებზე, ოპერატორებზე. მოვუწოდებთ ყველა მედია საშუალებას ჩვენ თვითონ დავიცვათ ჩვენი გადამღები ჯგუფები და განვარიდოთ ადგილს იმიტომ რომ დღეს ჩვენი ჟურნალისტების სიცოცხლე არ არის დაცული და უაღრესად საშიშია", - ამბობს ვატო წერეთელი. 

ძალადობის ადგილებიდან გამოვლენ "მთავარისა" და ფორმულას" ჯგუფებიც. ერთობლივი განცხადება დამოუკიდებელი მედიის მენეჯერებმა ცოტა ხნის წინ გააკეთეს.