რაც დღეს ხდება, სახელმწიფოს გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკაა - ნიკა მელია
“სახელმწიფოს გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკაა”- ასე ეხმაურება “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ნიკა მელია ჰომოფობიური ჯგუფების ძალადობრივ აქციას რომელიც რამდენიმე საათია თბილისის ცენტრში მინდინარეობს.
რაც დღეს თბილისის ქუჩებში ხდება, რადიკალური ჯგუფების ორგანიზებული თარეში, ნადირობა ჟურნალისტებზე – სახელმწიფოს გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკაა. დღევანდელი ხელისუფლება თავის მიერ მართული ჯგუფების ხელით და პოლიციის შეგნებული უუნარობით, კლავს სახელმწიფოს.
ოქტომბერში, რეფერენდუმის ტოლფას არჩევნებზე გადაწყდება, როგორ ქვეყანაში ვიცხოვრებთ მომდევნო წლებში – დამოუკიდებელ, ამაყ სახელმწიფოში თუ ისევ იმპერიის უკანა ეზოში – გუბერნატორ ივანიშვილის დამყაყებულ გუბერნიაში!
სახელმწიფოს არ დაგამთავრებინებთ. თქვენ აუცილებლად დაგამთავრებთ! თუ როგორ, მალე,რამდენიმე დღეში შეიტყობს საზოგადოება!” – წერს მელია.