ვაშინგტონის სამიტზე საქართველო რომ იქნება წარმოდგენილი, შემიძლია, დავადასტურო, ხოლო რა ფორმით და რა დონეზე, ამას გავარკვევთ - დოლიძე
"ვაშინგტონის სამიტზე საქართველო რომ იქნება წარმოდგენილი, შემიძლია, დავადასტურო, ხოლო რა ფორმით და რა დონეზე, ამას მოგვიანებით გავარკვევთ", - ამის შესახებ ნატო-ში საქართველოს ელჩმა, ვიქტორ დოლიძემ განაცხადა.
როგორც დოლიძე ამბობს, დეტალების დაზუსტებას დღეს ნატო-ს გენერალურ მდივანთან შეხვედრისას შეეცდებიან.
ჩვენ ვმუშაობთ, როგორც მის პოლიტიკურ, ასევე ადმინისტრაციულ დეტალებზე. ჩვენ დღესაც ვაპირებთ გენერალურ მდივანთან ერთად განვიხილოთ ეს თემები. კონკრეტულ შედეგზე, ჯერჯერობით, ნაადრევია საუბარი, ეს მარტო საქართველოს არ ეხება, ისევე, როგორც მარტო უკრაინას არ ეხება, დანარჩენს გვაჩვენებს მომავალი. ჩვენ სწორედ ამიტომაც ვართ ამგვარ ინტენსიურ, დინამიურ კონსულტაციებში მოკავშირეებთან, ეს იქნება ბრიუსელი თუ თბილისი. გახსოვთ, პრემიერ-მინსიტრის პირველი ვიზიტი ბირუსელში განხორციელდა და ამგვარი შეხვედრა უკვე ერთხელ გაიმართა,“ - ამბობს ვიქტორ დოლიძე.