ოცნება არ გმობს დამნაშავეებს, რაც ახალისებს ძალადობას - ვიოლა ფონ კრამონი

05.07.21 19:57
ოცნება არ გმობს დამნაშავეებს, რაც ახალისებს ძალადობას - ვიოლა ფონ კრამონი

ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი დედაქალაქის ცენტრში განვითარებულ მოვლენებს Twitter-ზე ეხმაურება. 

საქართველოს კონსტიტუცია ყველას აძლევს მშვიდობიანი შეკრების და გამოხატვის თავისუფლება და სახელმწიფოს მოვალეობაა დაიცვას ეს თავისუფლებები. როცა ძალადობრივი ჯგუფი სცემს ჟურნალიტებს და LGBT+ ადამიანებს და საქართველოს ხელისუფლება ამას უყურებს, ეს არის კანონის უზენაესობის ჩამოშლის სახიფათო ნიშანი.

როცა ქართველი ლიდერები, ქართული ოცნება, კონსტიტუციის გარანტორის მანდატით მოქმედების ნაცვლად, სპეკულირებს ამ საკითხით და არ გმობს დამნაშავეებს, ეს მხოლოდ ახალისებს ძალადობას. რა გასაკვირია, რომ პოლიციამ ვერ შეძლო და არ სურდა დაზარალებულების დაცვა"- წერს ვიოლა ფონ კრამონი.