უკიდეგანო, აგრესიული პროვინციალიზმი - თბილისში ქეთი დოლიძის შვილიშვილს თავს დაესხნენ

05.07.21 20:16
უკიდეგანო, აგრესიული პროვინციალიზმი - თბილისში ქეთი დოლიძის შვილიშვილს თავს დაესხნენ

თბილისში, რეჟისორ  ქეთი დოლიძის შვილიშვილს თავს დაესნენ. ამის შესახებ დოლიძე სოციალურ ქსელში თავად წერს: 

დოლიძის განცხადებით,  შემთხვევა დღეს, ჰომოფობიური ჯგუფების ძალადობრივი აქციის დროს მოხდა.

ჩემი შვილიშვილი მოდიოდა ჩემთან სახლში, ბაზალეთის ქუჩაზე! გამოეკიდა ვიღაც ჩოხოსანი, დააგდო ეზოში, ჩემს ეზოში! ეს რა მხეცობა, ლუკას და ორ მის მეგობარს, აი, ესე უაზროდ გამოეკიდა ვიღაც მხეცი! აი, ამას ვამბობ პროვიციალიზმი უკიდეგანო, აგრესიული პროვინციალიზმი თან ! ვინ საიდან მოდის და მიდის, უკვე არავინ იცის! ეს არის გაუნათლებლობა, სიბნელე და უბედურება! საით მიდიხართ, ხალხო? რა ხდება? ვინ გაგიჟებთ? ასე იცავთ “ქართველობას”? რა აქვს ამ სიმხეცეს საერთო ღმერთთან ან რწმენასთან, ან ადამიანობასთან???? ამას ვინ მართავს, ის არის ყველაზე დიდი დამნაშავე დღეს!!!” - წერს ქეთი დოლიძე.