ეს არ არის ის საქართველო, რომელიც მე ვიცი - პრეზიდენტი

05.07.21 20:38
ეს არ არის ის საქართველო, რომელიც მე ვიცი - პრეზიდენტი

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა კლინიკაში დაშავებული მედიის წარმომადგენლები მოინახულა და სოლიდარობა გამოუცხადა. 

ეს ჩემთვის სრულიად მიუღებელია! ეს არ არის ის საქართველო, რომელიც მე ვიცი, ეს არ არის არც ქართული ტრადიციები, არც სარწმუნოება და არც ის მომავალი, რომელიც ჩვენ ამ ქვეყნისთვის გვინდა.

ჩვენ ვერ გავიგეთ, რომ დაპირისპირებით ვერაფერს მივაღწევთ. მე რომ ვსაუბრობდი პოლიტიკურ დაპირისპირება - ეს არ არის დაპირისპირების ერთადერთი ფორმა.

დღეს რაც ვნახეთ, ეს არის საზოგადოებრივი დაპირისპირება. ჩვენ ეს ახლო წარსულში უკვე გავიარეთ, აღარ გვინდა რომ მეორედ გავიაროთ და აუცილებელია, გონს მოვიდეთ და შევიგნოთ, რომ როცა ამ ქვეყნის მომავალსა და გაერთიანებაზე ვლაპარაკობთ, ეს ყველაფერი არ მოხდება, თუ არ ვისწავლით ერთი-მეორის მოსმენასა და ერთად ცხოვრებას", -  განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

ძალადობრივი ჯგუფები ჟურნალისტებს თავს დილიდან ესხმოდნენ, აყენებენ ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას. პუტინისტურმა ჯგუფებმა დააზიანეს "ტვ პირველის" კუთვნილი აპარატურა.