ვგმობ ძალადობას ჟურნალისტების და მშვიდობიანი მოქალაქეების მიმართ - კვირიკაშვილი
ძალადობრივი ჯგუფების მიერ ჟურნალისტებსა და მოქალაქეებზე ძალადობას ყოფილი პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი სოციალურ ქსელში ეხმაურება:
ვემიჯნები და ვგმობ ძალადობას ჟურნალისტების და მშვიდობიანი მოქალაქეების მიმართ - წერს კვირიკაშვილი.
პუტინისტური ჯგუფების პირდაპირი სამიზნე დღეს მედია იყო. ფიზიკურად გაუსწორდნენ და დაასისხლიანეს 50-მდე ჟურნალისტი - ურტყამდნენ ქვებს, ხელკეტებს, მუშტებს და არბევდნენ აპარატურას.
დღეს პირველად მედიაისტორიაში მედიაკომპანიების ხელმძღვანელები იძულებულები გახდნენ, მიეღოთ უპრეცედენტო გადაწყვეტილება და დაპირისპირებათა ეპიცენტრიდან ჯგუფები გამოეყვანათ.
მედიაზე ძალადობა პირდაპირ წახალისებული იყო ქვეყნის პრემიერ მინისტრის მხრიდან. აგრესიული ადამიანები ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებამ დილიდან გაამხნევა. მედიას დღეს არ იცავდა შს მინისტრი. ვახტანგ გომელაურის თანამშრომლები პირდაპირ უყურებდნენ, როგორ სცემდნენ ჟურნალისტებს საკუთარი პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს.