თავისუფალი მედიისა და მოქალაქეების დარბევის შემდეგ, მეუფე შიო გამოხატვის შეზღუდვა მოითხოვა

05.07.21 21:01
თავისუფალი მედიისა და მოქალაქეების დარბევის შემდეგ, მეუფე შიო გამოხატვის შეზღუდვა მოითხოვა

ეს რომ აღარ განმეორდეს, რაც დღეს ვიხილეთ, ვფიქრობთ, დროა ერთად დავიწყოთ ფიქრი, რათა კანონმდებლობაში აისახოს რელიგიური და ერობრივი გრძნობების შეურაცხყოფის მცნება - ამის შესახებ  საპატრიარქოს ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა, მეუფე შიომ ქაშუეტთან გამართულ ძალადობრივ აქციაზე განაცხადა.

ცდილობენ, სოდომურ ცოდვას უწოდონ სიკეთე და ღირსება. ამას ჩვენი ერი და ეკლესია ვერასდროს შეეგუება. ეს არის დიდი კამპანიის ნაწილი, რომელიც მიმართულია, რომ ერი დააშორეს ღმერთს, ჩვენს ტრადიციებს, ეკლესიას და მოხდეს მისი გადაგვარება. ამიტომ ვართ დღეს ასე გაერთიანებულნი. თუ უმცროსი თაობა დაიჯერებს ამას, ეს არის საწინდარი ერის გადაშენების და მოსპობის. ამ ცოდვის გამო არაერთი დიდი ერია გადაშენებული და ძლევამოსილი ადამიანი დაღუპულა. ვევედრებით უფალს, რომ ჩვენს ქვეყანაში ეს არასოდეს არ მოხდეს.

რამდენჯერაც იქნება მცდელობა მსგავსი ღონისძიების ჩატარების, ჩვენი ერი ყოველთვის გამთლიანდება ამის წინააღმდეგ. ჩვენ ოცი საუკუნეა ამ სიწმინდისთვის თავს ვდებდით და ასე გაგრძელდება. ვწუხვართ, რომ იყო გადაცდომები, არაკორექტული ქმედებები და გადაცდომები, დაზიანდა რამდენიმე ადამიანი. ჩვენ ვემიჯნებით ძალადობას, მაგრამ ვაფრთხილებდით ამ ღონისძიების მონაწილეებს.

ჩვენ ეკლესიის სწავლებით, ცოდვაში ჩავარდნილ ადამიანებს ვეხმარებით, მაგრამ ვერასდროს შევეგუებით ცოდვის ნორმად გამოცხადებას. ეს რომ აღარ განმეორდეს, რაც დღეს ვიხილეთ და თავიდან ავიცილოთ ეს მძიმე წუთები, ვფიქრობთ არის დრო, რომ საზოგადოებამ ერთად დავიწყოთ ფიქრი, რათა ეს კანონმდებლობაში აისახოს. აისახოს რელიგიური და ერობრივი გრძნობების შეურაცხყოფის მცნება. ღმერთმა ინებოს ჩვენი ერის გადარჩენა, გამთლიანება, რისი საწინდარიც არის სიწმინდის შენარჩუნება- თქვა სასულიერო პირმა.