ხელისუფლების მიერ სამოქალაქო დაპირისპირების ინსპირირება "ოცნების" ნოუ ჰაუა - მარგველაშვილი

05.07.21 21:11
ხელისუფლების მიერ სამოქალაქო დაპირისპირების ინსპირირება "ოცნების" ნოუ ჰაუა - მარგველაშვილი

საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, დღეს რუსთაველზე ჟურნალისტებზე ძალადობაზე სრულ პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს.

მისი თქმით, სამოქალაქო დაპირისპირება ხელისუფლების მიერ არის ინსპირირებული. 

ეს სტილი, როდესაც ხდება ხელისუფლების მიერ სამოქალაქო დაპირისპირების ინსპირირება, არის ის სტილი, რომელიც ქართულმა ოცნებამ თავის ნოუ ჰაუდ ჩამოაყალიბა", - აცხადებს მარგველაშვილი.

დღეს პირველად მედიაისტორიაში მედიაკომპანიების ხელმძღვანელები იძულებულები გახდნენ, მიეღოთ უპრეცედენტო გადაწყვეტილება და  დაპირისპირებათა ეპიცენტრიდან ჯგუფები გამოეყვანათ. 

მედიაზე ძალადობა პირდაპირ წახალისებული იყო ქვეყნის პრემიერ მინისტრის მხრიდან. აგრესიული ადამიანები ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებამ დილიდან გაამხნევა. მედიას დღეს არ იცავდა შს მინისტრი. ვახტანგ გომელაურის თანამშრომლები პირდაპირ უყურებდნენ, როგორ სცემდნენ ჟურნალისტებს საკუთარი პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს. 

 

 

მსგავსი სიახლეები