ღარიბაშვილი უნდა გადადგეს - დევიდ კრამერი
შეერთებულ შტატებში, თბილისის ქუჩებში განვითარებულ მოვლენებს აფასებენ. სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი მაღალი თანამდებობის პირი და ფლორიდის საერთაშორისო უნივერსიტეტის მკვლევარი დევიდ კრამერი ამბობს, რომ პრემიერი ღარიბაშვილი უნდა გადადგეს:
საქართველოს მთავრობა არის პასუხისმგებელი იმაზე, რაც დღეს მოხდა, არამარტო იმიტომ, რომ მათ არ დაგმეს ის რაც მოხდა, არამედ იმიტომ, რომ ხელი შეუწყვეს [მომხდარს]. ეს საქართველოსთვის ძალიან ცუდი დღე იყო და ჩემი აზრით, პრემიერ მინისტრი უნდა გადადგეს, მაგრამ არ მგონია, რომ ამას გააკეთებს“, - აცხადებს დევიდ კრამერი, „ამერიკის ხმასთან“ საუბარში.
ანალიტიკოსი სანქციებზე საუბრობს:
ჩვენ [შეერთებულ ტატებში] უნდა მოვითხოვოთ ღარიბაშვილის გადადგომა და სანქციები იმათ წინააღმდეგ, ვინც პასუხისმგებელია იმაზე, რაც დღეს საქართველოში მოხდა“, - აცხადებს მაღალჩინოსანი.