"რომ არ ყოფილიყო შეთქმულების თეორია..." - რა განმარტებებს აკეთებს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი

19.03.24 17:19
"რომ არ ყოფილიყო შეთქმულების თეორია..." - რა განმარტებებს აკეთებს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი

ხმაური პარლამენტში - ოპოზიციის მწვავე კრიტიკის ფონზე "ქართული ოცნება" ვეტოს დასაძლევად ემზადება. თუმცა ოცნებისთვის არც ოპოზიციის, არც პრეზიდენტის  და არც ევროპელი პარტნიორების აზრია მნიშვნელოვანი, რადგან მმართველ პარტიას ძალაუფლების დაკარგვის იმდენად ეშინია, რომ ყველაფერზე მიდის. 
ახლა სხდომათა დარბაზში "ოცნების" სრული მობილიზებაა, რადგან ვეტოს დასაძლევად კენჭისყრა წუთი წუთზე იწყება.

ის ცვლილება, რომელსაც გვთავაზობს მმართველი გუნდი და რომელსაც მიიღებს ვეტოს დაძლევის შემდეგ, არის თუ არა ევროკავშირის 9 რეკომენდაციიდან საარჩევნო რეკომენდაციის შესრულება,“ - მიმართა ანა ნაცვლიშვილმა.

კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, რასაც დღეს პარლამენტი აპირებს, მე არ მგონია, რომ ეს მუხლი ჩაგვითვალონ შესრულებულად,“ - უპასუხა ნაცვლიშვილს მსხილაძემ.

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანს ჰკითხეს, ჰქონდა თუ არა "ოცნებას" ისეთი არგუმენტები, რისი გათვალისწინებაც შეიძლებოდა.

ოპოზიციის კვოტით მოადგილის პოზიციას რატომ აუქმებენ ან რატომ გეწინააღმდეგებიან იმ შემოთავაზებულ ვერსიაში, რაც ამ ვეტოში არის,“ – ამბობს თეონა აქუბარდია. 

თუ გაქვთ ინფორმაცია, იმის შესახებ, რაც ხდებოდა, რა დისკრედიტაციის კამპანიაც წავიდა მოქმედი თავმჯდომარის მიმართ და ერთი ევროპული ქვეყანა, სადაც მსგავსი ნორმა მოქმედებს,“ - მიმართა მამუკა მდინარაძემ.

ამიტომ შემოგთავაზეთ, რომ არ ყოფილიყო შეთქმულების თეორია, სწორედ იმ მოადგილეს შეესრულებინა ცესკოს თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში ცესკოს თავმჯდომარის მოვალეობა, რომელიც არა ოპოზიციური პარტიებიდან არჩეული მოადგილე იქნებოდა, არამედ ადმინისტრაციულ ფუნქციებს განახორციელებდა,“ - ამბობს მსხილაძე.

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანს მოუწია იმის ახსნაც, რომ "ოცნების" წევრების განცხადებები, თითქოს პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები წინააღმდეგობაში მოდის ვენეციის რეკომენდაციებთან, სიმართლეს არ შეესაბამება. 

რატომ უგულებელყოფს ამ ნაწილში ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს?“ - მიმართა კითხვით მსხილაძეს ბექა ლილუაშვილმა.

მე ამაზე გამიჭირდება პასუხის გაცემა. ჩვენი შემოთავაზებული ვარიანტი, როგორც აქ უნდათ რომ წარმოაჩინონ, რომ განსხვავდება ვენეციის კომისიის და ეუთო/ოდირის დასკვნით შემოთავაზებულ ვარიანტთან და ვითომ ჩვენ რაღაც ახალ ველოსიპედს ვიგონებთ, ეს ასე არ არის,“ - ამბობს მსხილაძე.

მსგავსი სიახლეები