მთელი პლანეტა თანხმდება, რომ ძალადობა არის დაუშვებელი, ოცნების გარდა - მედიამენეჯერები დეგნანს შეხვდნენ

05.07.21 22:13
მთელი პლანეტა თანხმდება, რომ ძალადობა არის დაუშვებელი, ოცნების გარდა - მედიამენეჯერები დეგნანს შეხვდნენ

თავდასხმა კრიტიკული მედიის წარმომადგენლებზე - ტვ პირველის, ფორმულას და მთავარი არხის გენერალური დირექტორები საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს, კელი დეგნანს შეხვდნენ. 

ტვ პირველის ხელმძღვანელი ვატო წერეთელი აცხადებს, რომ ძალადობას ყველა გმობს "ქართული ოცნების" გარდა.  დაუშვებელია ყველასთვის, გარდა ქართული ოცნებისა. 

ელჩი მაქსიმალურად ინფორმირებულია. კონკრეტული დეტალები ყველამ გავაცანით და მოვუყევით. მთელი პლანეტა თანხმდება, რომ ძალადობა არის დაუშვებელი, ქართული ოცნების გარდა", - ამბობს ვატო წერეთელი. 

მთავარი არხის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას თქმით, ასე გაგრძელება არ შეიძლება: 

ასე გაგრძელება არ შეიძლება. ძალადობა უნდა დაისაჯოს, ვის წინააღმდეგაც იგი არ უნდა იყოს მიმართული, განსაკუთრებით მედიის და ჟურნალისტების წინააღმდეგ ძალადობაზე მაქვს საუბარი და რა თქმა უნდა სხვა ჯგუფებისაც, იქნება ეს ლგბტ თემი თუ სხვა საზოგადოებრივი ჯგუფები"- თქვა გვარამიამ.  

ტელეკომპანია ფორმულას გენერალური დირექტორი ზუკა გუმბარიძე ამბობს, რომ ყველა დამნაშავე მალევე უნდა დაისაჯოს:

მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო, მადლობა ქალბატონ ელჩს, რომ დღესვე გამონახა დრო და ამ ძალიან მნიშვნელოვან საკითხზე ვისაუბრეთ. კარგი ისაა, რომ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი არის კარგად ინფორმირებული იმ მოვლენებზე, რაც ხდება და პრინციპში იქ შეკრებილი მედიის წარმომადგენელი იყო ერთ აზრზე და ყველა, ბუნებრივად, გმობს იმ ძალადობრივ ქმედებს, რაც იყო განხორციელებული", — აცხადებს გუმბარიძე.