თავში ბოთლი ჩამარტყეს, ყური მომაგლიჯეს და ხელზეც მეჯაჯგურნენ - ჰომოფობები თავს კიდევ ერთ პირს დაესხნენ

05.07.21 23:42
თავში ბოთლი ჩამარტყეს, ყური მომაგლიჯეს და ხელზეც მეჯაჯგურნენ - ჰომოფობები თავს კიდევ ერთ პირს დაესხნენ

მოქალაქე ნატალი ურიდია Facebook-ზე წერს, რომ თბილისი პრაიდის ჩანთის გამო ძალადობრივი ჯგუფების წარმომადგენლები თავს დაესხნენ.

ცოტა ხნის წინ გამოვედი სამსახურიდან, სტამბაში გვაქვს ოფისი და რუსთაველის მოედანზე მიწევს გავლა, რომ მერე მეტროში ჩავიდე. ვიღაც რიგითმა ფაშისტმა დამაძალა ჩანთის მოხსნა, რომელსაც თბილისი პრაიდი აწერია. მას შემდეგ, რაც უარი ვუთხარი, წამოდგა და ჩემკენ გამოიწია. ამასობაში უკნიდანაც ვიღაც მონსტრები მეცნენ, თავში ბოთლი ჩამარტყეს, ყური მომაგლიჯეს და ხელზეც მეჯაჯგურნენ. მადლობა განგებას, რომ დედაჩემთან ერთად ვიყავი და გადავრჩი ძალიან შემთხვევით. მეზიზღება აქაურობა", - წერს ნატალია ურიდია.