ჟურნალისტების ცემის შემდეგ სასულიერო პირები და მოძალადეები რესტორანში წავიდნან
ჟურნალისტების ცემის შემდეგ, სასულიერო პირები და მოძალადეები რესტორანში წავიდნენ და იქეიფეს. ისინი "მეგრულ სახლში" ტვ პირველის კამერამ დააფიქსირა.
არხის საინფორმაციო სამსახურის უფროსის, ნოდარ მელაძის, განცხადებით, მაშინ, როცა ამ ადამიანების მიერ ნაცემი მედიის წარმომადგენლები კლინიკაში სიცოცხლისთვის იბრძვიან, მოძალადეებმა თბილისის რამდენიმე რესტორანი გადაინაწილეს.