ძალადობრივი და ჰომოფობიური ჯგუფების ანგარიშსწორება მედიაზე - დაშავებული ჟურნალისტები კლინიკაში რჩებიან

06.07.21 10:21
ძალადობრივი და ჰომოფობიური ჯგუფების ანგარიშსწორება მედიაზე - დაშავებული ჟურნალისტები კლინიკაში რჩებიან

ძალადობრივი და ჰომოფობიური ჯგუფების მიერ დაზარალებული ჟურნალისტების გამოკითხვა პოლიციაში სავარაუდოდ დღესაც გაგრძელდება. 

ამ დრომდე კლინიკაში იმყოფებიან "ტვ პირველისა" და  "პალიტრა ნიუსის" ოპერატორები,  მათ ძირითადად სახის ძვლების მოტეხილობა და თვალისა და თავის არეში დაზიანებები აღენიშნებათ.

პუტინისტური ჯგუფების პირდაპირი სამიზნე გუშინ მედია იყო. ფიზიკურად გაუსწორდნენ და დაასისხლიანეს 53  ჟურნალისტს - ურტყამდნენ ქვებს, ხელკეტებს, მუშტებს და არბევდნენ აპარატურას. 

გუშინ პირველად მედიაისტორიაში მედიაკომპანიების ხელმძღვანელები იძულებულები გახდნენ, მიეღოთ უპრეცედენტო გადაწყვეტილება და  დაპირისპირებათა ეპიცენტრიდან ჯგუფები გამოეყვანათ. 

მედიაზე ძალადობა პირდაპირ წახალისებული იყო ქვეყნის პრემიერ მინისტრის მხრიდან. აგრესიული ადამიანები ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებამ დილიდან გაამხნევა. მედიას არ იცავდა შს მინისტრი. ვახტანგ გომელაურის თანამშრომლები პირდაპირ უყურებდნენ, როგორ სცემდნენ ჟურნალისტებს საკუთარი პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს.