პასუხისგებაში მიეცენ ძალადობაში მონაწილე პირები - აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი

06.07.21 10:21
პასუხისგებაში მიეცენ ძალადობაში მონაწილე პირები - აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი გმობს გუშინ თბილისში განვითარებულ ძალადობრივ მოვლენებს და ხელისუფლებას მოძალადეების პასუხისგებაში მიცემისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ Twitter-ზე დეპარტამენტის  პრესსპიკერი, ნედ პრაისი, წერს. 

ვგმობთ საქართველოში 5 ივლისს მომხდარ ძალადობრივ თავდასხმებს სამოქალაქო აქტივისტებზე, თემის წევრებსა და ჟურნალისტებზე. საქართველოს ლიდერები და სამართალდამცველი ორგანოები ვალდებულნი არიან, დაიცვან გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების კონსტიტუციური უფლებები და ძალადობაში მონაწილე პირები პასუხისგებაში მისცენ ", – წერს სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი.