"საქართველოში დემოკრატიის ბედი სასწორზეა" - ჩეხეთის ელჩი

06.07.21 10:34
"საქართველოში დემოკრატიის ბედი სასწორზეა" - ჩეხეთის ელჩი

"საქართველოში დემოკრატიის ბედი სასწორზეა" - ამის შესახებ Twitter-ზე საქართველოში ჩეხეთის ელჩი, პეტრ მიკისკა, წერს. ელჩის თქმით, ის შოკირებულია  თბილისში განვითარებული მოვლენებით.

შოკირებული ვარ თბილისში ძალადობრივი მოვლენებით, ჟურნალისტებსა და არასამთავრობო ორგანიზაციების ოფისებზე თავდასხმებით. დამნაშავეებმა დაუყოვნებლივ უნდა აგონ პასუხი, კონსტიტუციური უფლებები და თავისუფლებები კი აღდგენილ უნდა იქნას. საქართველოში დემოკრატია სასწორზეა და ყველა აქტორმა, მათ შორის მთავრობამ, უნდა იმოქმედოს სრული პასუხისმგებლობით," - წერს მიკისკა.