აქტივისტებსა და ჟურნალისტებზე თავდასხმა სასწრაფოდ უნდა გამოიძიონ - ეუთო/ოდირი
ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისი თბილისში გუშინ მომხდარის ძალადობისა და დაგეგმილი მშვიდობიანი შეკრების გაუქმების გამო შეშფოთებას გამოთქვამს და საქმის დაუყონებლივ გამოძიებას ითხოვს.
ეუთო/ოდირი შეშფოთებულია თბილისში მომხდარი ძალადობისა და დაგეგმილი მშვიდობიანი შეკრების გაუქმების გამო. აქტივისტების, ჟურნალისტებისა და მათი საკუთრების წინააღმდეგ თითოეული მიზანმიმართული თავდასხმა უსწრაფესად და საფუძვლიანად უნდა იქნას გამოძიებული", – ნათქვამია ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის განცხადებაში.