მოსკოვი სტოლტენბერგის ვიზიტით შეშფოთებულია, ისინი ხედავენ, რომ NATO საქართველოს დათმობას არ აპირებს - გეგელია

21.03.24 12:54
მოსკოვი სტოლტენბერგის ვიზიტით შეშფოთებულია, ისინი ხედავენ, რომ NATO საქართველოს დათმობას არ აპირებს - გეგელია

ძალიან მკაფიოდ ვხედავთ, რომ მოსკოვი არის შეშფოთებული სტოლტენბერგის ვიზიტით. ისინი ხედავენ, რომ ნატო არ აპირებს, დათმოს ეს რეგიონი - ამის შესახებ "ლელოს" ლიდერმა, რუსი პროპაგანდისტის, მარია ზახაროვას განცხადების შეფასებისას ისაუბრა. 

"ლელოს" წევრი დარწმუნებულია, რომ პროპაგანდის მანქანა მეტად გააქტიურდა, რომლის მიზანსაც NATO-ს უკან დახევა და საქართველოში რუსული პოლიტიკის გატარება წარმოადგენს.

ნატო იდგება ამ რეგიონში თავისუფალი და მშვიდობის მოყვარე ხალხის გვერდით. რუსული პროპაგანდა ცდილობს, საქმე ისე წარმოაჩინოს, რომ ქართველ ხალხის 80%-ს არ უნდოდეს ნატო. თითქოს, ნატო თავს გვახვევდეს რამეს. ისინი წარმოადგენენ საქმეს ისე, რომ თითქოს, უკრაინას არ სურდა და არ სურს ნატოში ინტეგრაცია და ნატო მას ახვევს თავს. ეს არის ის პოლიტიკური რიტორიკა, რომელიც "ქართული ოცნების" ხელისუფლებასაც არაერთხელ გამოუყენებია, მათ შორის, პრემიერ-მინისტრის, ღარიბაშვილის დონეზე", - ამბობს გეგელია.

ცნობისთვის, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მაია ზახაროვამ 20 მარტს განაცხადა, რომ NATO-ს მიზანი სამხრეთ კავკასიაში რუსეთის წინააღმდეგ მეორე ფრონტის გახსნაა.

მსგავსი სიახლეები