ტრაგედიაა, როდესაც ოკუპანტის ნარატივი ხელისუფლების მესიჯბოქს ემთხვევა - ბუჩუკური

21.03.24 12:46
ტრაგედიაა, როდესაც ოკუპანტის ნარატივი ხელისუფლების მესიჯბოქს ემთხვევა - ბუჩუკური

"ტრაგედიაა, როდესაც ოკუპანტის ნარატივი ხელისუფლების მესიჯბოქს ემთხვევა", - ასე ეხმაურება პარტია "საქართველოსთვის" წევრი, ანა ბუჩუკური რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის განცხადებას.

ყოფილი პრემიერის  გუნდის წევრი "პირველებთან" ოლიგარქის მთავრობას რუსული პოლიტიკის გატარებასა და მოსკოვთან პოლიტიკურ ფლირტში ადანაშაულებს.

ტრაგედია არის ის, რომ როდესაც შენი ოკუპანტის ნარატივი და მესიჯბოქსი ემთხვევა შენი ხელისუფლების წარმომადგენლების მესიჯბოს და ნარატივს, ეს არის ზუსტად ტრაგედია, თორემ მე ის კი არ მიკვრის, რომ მტერი სახელმწიფოს წარმომადგენლები ასე მავნებლობენ. ეს სულ ასე იქნება", - ამბობს ბუჩუკური.

ცნობისთვის, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მაია ზახაროვამ 20 მარტს განაცხადა, რომ NATO-ს მიზანი სამხრეთ კავკასიაში რუსეთის წინააღმდეგ მეორე ფრონტის გახსნაა. 

მსგავსი სიახლეები