ირაკლი კობახიძე სალომე ზურაბიშვილის მიწვევაზე უარს ამბობს

21.03.24 12:58
ირაკლი კობახიძე სალომე ზურაბიშვილის  მიწვევაზე უარს ამბობს

ირაკლი კობახიძე სალომე ზურაბიშვილის მიწვევაზე უარს ამბობს - პრემიერი პრეზიდენტის სასახლეში დღეს არ მივა, პოლიტიკური კინკლაობის ახალი სერია ილია თოფურიას ღირსების ორდენით დაჯილდოების თემაზე დაიწყო. დღეს კობახიძემ პრეზიდენტს თოფურია ღირსების ორდენზე წარუდგინა.

არსებული ინფორმაციით, პრეზიდენტს UFC-ის ჩემპიონისთვის ორდენის გადაცემა გუშინ ჰქონდა გადაწყვეტილი და ილია თოფურიაც გუშინ მიიწვია დაჯილდოებაზე.

 არც განიხილება ეს საკითხი, ჩვენ გვქონდა ამ დღეების განმავლობაში ურთიერთობა ილია თოფურიასთან, რაც ჩვენთვის ძალიან ძვირფასია, დანარჩენი ჩვენი საკითხი არ არის", - ამბობს კობახიძე "ტვ პირველის" კითხვის საპასუხოდ. 

საქართველოს პრემიერმა პირველად, დიდი დაპირისპირების შემდეგ, ზურაბიშვილი პრეზიდენტად მოიხსენია. კობახიძეს დღეს არ უთქვამს, რომ მეხუთე პრეზიდენტი ფორმალურად ასრულებს მოვალეობას:

დღეს, სალომე ზურაბიშვილი არის საქართველოს პრეზიდენტი. ეს არის მისი ოფიციალური თანამდებობა. მოგეხსენებათ, რომ ოპოზიციის ხმების ხარჯზე მან შეინარჩუნა ეს თანამდებობა კონსტიტუციის დარღვევის მიუხედავად. ამას თავი რომ დავანებოთ, ჩვენ ვიცით, რომ პრეზიდენტი იღებს საბოლოო გადაწყვეტილებას წარდგინების საფუძველზე, იმისთვის, რომ ილია თოფურიას ჩვენ დავუფასოთ სათანადოდ ძალიან დიდი დამსახურება ჩვენი ქვეყნის წინაშე, რაც მან მოიპოვა თავისი შრომით, თავისი პატრიოტიზმით, ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო ამ აქტის განხორციელება და სწორედ ამიტომ მე და პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა მივმართეთ პრეზიდენტს შესაბამისი წარდგინებით", - განაცხადა კობახიძემ.

მსგავსი სიახლეები