პრემიერი ზახაროვას სკანდალურ განცხადებებს არ პასუხობს - რას ამბობენ "ოცნებაში"

21.03.24 13:39
პრემიერი ზახაროვას სკანდალურ განცხადებებს არ პასუხობს - რას ამბობენ "ოცნებაში"

რუსი პროპაგანდისტის, მარია ზახაროვას განცხადებებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი დუმილით პასუხობს. 

ირაკლი კობახიძეს "პირველებმა" ჰკითხა, როგორ აფასებს, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის განცხადებას, რომლის მიხედვითაც, "NATO-ს სამხრეთ კავკასიაში მეორე ფრონტის გახსნა უნდა".

"მეორე ფრონტის" შეთქმულების თეორია "ქართული ოცნებისთვის" უცხო არ არის, ოლიგარქის პარტია ბოლო ორი წელიწადია კამპანიას აწარმოებს, რომ კონკრეტულ პოლიტიკურ ძალებს საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა სურთ. 

რას ამბობენ დღეს? 

"ოცნების" წარმომადგენლები კამერებთან ამბობენ, რომ "ნატო-საქართველოს ურთიერთობებში ვერავინ ვერ ჩაერევა", თუმცა მმართველი პარტიის წარმომადგენლები რუსეთის ღიად ხსენებას ერიდებიან.

ძალიან მარტივად რომ ვთქვათ, ნატოსა და საქართველოს შორის ურთიერთობებში მესამე მხარეს არაფერი არ ესაქმება. ეს არაერთხელ დაგვიფიქსირებია და ამის შესახებ ნატოსაც არაერთხელ განუცხადებია. ნატოს გენერალური მდივნის ვიზიტი იყო ის ღია და გამოხატული მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი და ასევე საქართველოს როგორც ღირებულ და მნიშვნელოვან პარტნიორად აღიარება. მარია ზახაროვა რას ამბობს და ამაზე ოპოზიციის რადიკალური ფრთა ცდილობს, რომ რაღაცები ააგოს, კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ რუსეთის მხრიდან სწორედ ოპოზიციის რადიკალების მხრიდან არის გადაგდებული სამაშველო რგოლი, რომელზეც ისინი მაქსიმალურად ცდილობენ, გამოიყენონ რაღაც აღქმების შესაქმნელად", - ამბობს გივი მიქანაძე.

ცნობისთვის, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მაია ზახაროვამ 20 მარტს განაცხადა, რომ NATO-ს მიზანი სამხრეთ კავკასიაში რუსეთის წინააღმდეგ მეორე ფრონტის გახსნაა. 

მსგავსი სიახლეები