კრახი ევრონესტის ასამბლეაზე - პრემიერს ისრები ოპოზიციისკენ გადააქვს

21.03.24 13:18
კრახი ევრონესტის ასამბლეაზე - პრემიერს ისრები ოპოზიციისკენ გადააქვს

"ევრონესტის" რეზოლუციის პროექტში საქმე საქართველოს ევროპული კურსის მხარდაჭერას ეხებოდა", - ამის შესახებ განცხადება პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრის დროს გააკეთა.

პრემიერმა ოპოზიციონერ პოლიტიკოსებზე იერიში მიიტანა. ხელისუფლების მოწინააღმდეგეები ევროპული ინტეგრაციის წინააღმდეგ ლობირებაში დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ დოკუმენტი სწორედ მათი მხარდაჭერის არ ქონის გამო დაიბლოკა.

რეალურად გასაგებია, რაშიც არის საქმე. აქ საქმე ეხებოდა საქართველოს მხარდაჭერას, მისი ევროპული კურსის მხარდაჭერას. ამაზე იყო საუბარი შესაბამის დოკუმენტში. როცა ასეთ დოკუმენტს არ უჭერს მხარს ოპოზიცია, გასაგებია მათი დამოკიდებულება. კიდევ ერთხელ დაადასტურეს მათ, რომ ისინი სინამდვილეში ლობირებენ სწორედ ჩვენი ევროპული ინტეგრაციის წინააღმდეგ. ეს არის ძალიან სამწუხარო,“ - განაცხადა კობახიძემ.

პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე 20 მარტს ამტკიცებდა, რომ ბრიუსელში „ევრონესტის“ ასამბლეაზე უკრაინის დელეგაციისა და ქართული ოპოზიციის უარის გამო, საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის ევროპულ პერსპექტივასთან დაკავშირებით შემუშავებული რეზოლუცია ვერ დაინიცირდა.  

მსგავსი სიახლეები