"ოცნების" დამალული რეზოლუცია - ივანიშვილის გუნდის კრახი საერთაშორისო ასპარეზზე

20.03.24 15:19
"ოცნების" დამალული რეზოლუცია - ივანიშვილის გუნდის კრახი საერთაშორისო ასპარეზზე

"ქართული ოცნების" კრახი საერთაშორისო ასპარეზზე - ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეამ ივანიშვილის პარტიის რეზოლუციის პროექტი ჩააგდო. საკითხი კენჭისყრამდეც კი ვერ მივიდა. მაკა ბოჭორიშვილი რეზოლუციის ინიცირებისთვის 10 წევრის ხელმოწერა იყო საჭირო, თუმცა "ოცნებამ" ამ ხმების მოგროვებაც ვერ მოახერხა.

ახლა მმართველი პარტია ოპოზიციას აბრალებს, რომ დოკუმენტი მათ გამო დაიბლოკა. მამუკა მდინარაძე ამტკიცებს, რომ ოპოზიციის წარმომადგენლებს "პატრონების" ნებართის გარეშე სიტყვის თქმის ეშინიათ და ქვეყნისთვის მნიშვნელოვან რეზოლუციაზე ვერც ხმის მიცემას ბედავენ.

ფართო დელეგაციაში „ქართული ოცნების“ 5 დეპუტატის გარდა იყვნენ ნაცმოძრაობის და რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებიც, 4 წარმომადგენელი გახლდათ. მათ არაერთხელ ეთხოვათ საქართველოს, უკრაინის და მოლდოვას ევროკავშირში გაწევრების შესახებ რეზოლუციის პროექტის ინიცირების მხარდაჭერა. მიუხედავად ამისა, ოპოზიციის წარმომადგენლებმა რეზოლუციის პროექტის ინიცირებას ხელი არ მოაწერეს. მხოლოდ „ქართული ოცნების“ დელაგაციაში წარმოდგენილი 5 დეპუტატის და მოლდოვას დელეგაციის 3 დეპუტატის გამოხატული მხარდაჭერა არ იყო საკმარისი იმისთვის, რომ ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეას განეხილა და მიეღო რეზოლუცია, რომელიც საგანგებოდ მიეძღვნებოდა საქართველოს ევროკავშირში გაწევრების საკითხს მოლდოვასთან და უკრაინასთან ერთად. 
ორი დეპუტატის ხელმოწერაც კი საკმარისი არის, რომ ეს რეზოლუცია დაინიცირებულიყო, რაც არ მოხდა მათი უარის გამო. გვითხრან მაინც, რას ავალებენ, ვინ ავალებს, რა პატრონები ჰყავთ ასეთი, რომ ვერ ბედავენ ფეხის გადადგმას, ერთი სიტყვის თქმას და ერთ ხელმოწერას ასეთ პროაქტიულ, ევროპულ რეზოლუციებზე. მივეხმარებით იმაში, რომ თავი გაიხსნან მათი დავალებების მიღებისგან, - ამბობს მდინარაძე.

 

ოპოზიცია კი, რომელიც ევრონესტის სხდომას ესწრება, ამბობს, რომ "ქართული ოცნების" დეპუტატმა მაკა ბოჭორიშვილმა რეზოლუციის ინიცირება ევრონესტის ქართული დელეგაციის ოპოზიციონერი წევრების გვერდის ავლით სცადა. 

ენმ-ს წევრი თინა ბოკუჩავა "ოცნებას" ტყუილში ამხელს და ამბობს, რომ ინფორმაცია, რომელსაც მმართელი პარტია ავრცელებს, სიმართლეს არ შეესაბამება. ოპოზიციის წევრის თქმით, ბოჭორიშვილის ინიციატივას მხარი ევრონეტის დელეგაციის წევრებმა ანტიევროპული ნაბიჯების გამო არ დაუჭირეს.

„ოცნება“ იტყუება, როდესაც ამბობს, რომ თითქოს რაღაც რეზოლუციას მხარი არ დაუჭირეს ამ ადამიანებმა. ეს არის ტყუილი და დეზინფორმაცია. ბოჭორიშვილის ინიციატივებს მხარი არ დაუჭირეს ევროპარლამენტის წევრებმა და ევრონესტის დელეგაციის წევრებმა იმ ანტიევროპული ნაბიჯების გამო, რომელსაც ივანიშვილის პარტიის წევრები ყოველდღიურად დგამენ ჩვენს ქვეყანაში, - ამბობს ბოკუჩავა.

მსგავსი სიახლეები