"ოცნება" საწვავზე გადასახადების შემცირებას არ განიხილავს - კობახიძის განცხადება
საწვავზე საგადასახადო ტვირთი (აქციზი) არ შემცირდება - ეს დღეს ირაკლი კობახიძემ თქვა. "ქართული ოცნების" ლიდერი ამბობს, რომ საწვავის ფასის მატება გლობალური პროცესია, ხოლო აქციზის შემცირებაზე საუბარი მხოლოდ სპეკულაციაა, რადგან აღნიშნული გადასახადი სახელმწიფო ბიუჯეტში შედის.
საწვავზე აქციზის შემცირებაზე საუბარი სპეკულაციაა, გადასახადები ისევ ხალხს ხმარდება - ამბობს კობახიძე.
კობახიძის მტკიცებით, საქართველოში აქციზი იმდენად მცირეა, მისი შემცირება საწვავის ფასს ვერ შეცვლის.
„საწვავს რაც შეეხება, გლობალურად არის პრობლემა. რაც არ უნდა შეამცირო გადასახადი, ეს რადიკალურად ვერ აისახება ფასებზე, გამომდინარე იქიდან, რომ ერთ ლიტრზე დიდი ფასნამატი არა აქვს გადასახადს. თან გადასახადები შედის ბიუჯეტში და საბოლოო ჯამში ისევ ხალხს ხმარდება, ამიტომ არის აბსოლუტურად სპეკულაციური ის განცხადებები, რაც კეთდება ხოლმე აქციზთან დაკავშირებით.“ - თქვა მან.
საქსტატის ოფიციალური მონაცემებით, ოქტომბერში 22%-ით გაძვირებული ტრანსპორტის ჯგუფი, 3%-ით სურსათი, 10%-ით კომუნალურები და 8%-ით ჯანდაცვა.
მსგავსი სიახლეები
ახმეტელ ექიმს, არჩევნებში მონაწილეობა 5 წლით აეკრძალა, რადგან კარგად გამოჩნდა, რომ საზოგადოებრივი ავტორიტეტია - ნიკა გვარამია
ახმეტელ ექიმს, არჩევნებში მონაწილეობა 5 წლით აეკრძალა, რადგან კარგად გამოჩნდა, რომ საზოგადოებრივი ავტორიტეტია და ისიც გასაგები გახდა, რომ სწორედ ამის გამო გაუჩალიჩეს „დანაშაული“ - წერს გვარამია
იმას თუ გააფორმებს სასამართლო, რაც „ოცნებას“ სურს, სახელმწიფო გამოუსწორებელ ზიანს მიიღებს - ბადრი ჯაფარიძე
საზოგადოების წარმომადგენლებსა და ჩვენს შორის სრული თანხვედრაა იმაზე, რომ პარტიების გაუქმების პროცესი არის თავისუფალი სამყაროს წინააღმდეგ მიმართული - ამბობს ოპოზიციის ლიდერი