"ოპოზიციის სამარცხვინო ლაქა" - "ოცნება" ევრონესტის" ასამბლეაზე განცდილ კრახზე

21.03.24 13:46
"ოპოზიციის სამარცხვინო ლაქა" - "ოცნება" ევრონესტის" ასამბლეაზე განცდილ კრახზე

თავის მართლების მეორე დღე - „ევრონესტის“ ასამბლეაზე საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის ევროპულ პერსპექტივასთან დაკავშირებით შემუშავებული რეზოლუციის დაინიცირების საკითხის ჩავარდნაზე "ოცნება" პასუხისმგებლობას ოპოზიციონერ დეპუტატებს აკისრებს.

მიქანაძის თქმით, ამ “სამარცხვინო ლაქას” ის ოთხი პარლამენტარი, რომელმაც რეზოლუციას ხელი არ მოაწერა, ვერასდროს ჩამოიწმენდს.

ჩემთვის უმნიშვნელოვანესი არის ჯერ ქართველი დეპუტატი როგორ პოზიციონირებს და მერე სხვა საკითხები. ის რომ მოლდოვის დელეგაციის ნაწილმა მოაწერა ხელი, ეს მიუთითებს იმას, თუ როგორი პოზიცია დაიკავა  მოლდოვის დელეგაცია და მათ მხარი დაუჭირეს ამას. თუ როგორი პოზიცია დაიკავა უკრაინამ ესეც გამოკვეთილი არის. რეიკიავიკის სამიტში მტავრობის მეთაურმა უკრაინელ ბავშვებთან დაკავშირებით ხელი მოაწერა დოკუმენტს და როდესაც  უკრაინელ ბავშვებთან დაკავშირებით რეზოლუცია გადიოდა, ჩვენი დელეგაცია კარგად იცით, რომ იქ არ იმყოფებოდა. აქედან გამომდინარე კიდევ ერთი მცდელობა არის იმისა, რომ თქვენ გადაფაროთ სამარცხვინო საქციელი. ვერც ერთი ამ ოთხიდან ვერ გაექცევა იმ სამარცხვინო პასუხისმგებლობას, რაც საზოგადოების წინაშე უწევთ. პარლამენტის ამ ოთხმა წევრმა როგორ გამოავლინა თავისი პოზიცია. ამ სამარცხვინო ლაქას ისინი ვერასდროს ვერ ჩამოიწმენდენ", - ამბობს გივი მიქანაძე.

პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე 20 მარტს ამტკიცებდა, რომ ბრიუსელში „ევრონესტის“ ასამბლეაზე უკრაინის დელეგაციისა და ქართული ოპოზიციის უარის გამო, საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის ევროპულ პერსპექტივასთან დაკავშირებით შემუშავებული რეზოლუცია ვერ დაინიცირდა.  

მსგავსი სიახლეები